საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერზე ასპარეზობა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ტურნირის პირველ შეხვედრაში ნიკოლოზი დანიელ ევანსს დაუპირისპირდა და ორ სეტში 7:6;6:2 დაამარცხა.
დაპირისპირება 1 საათსა და 44 წუთს გაგრძელდა – ნიკოლოზმა შეხვედრაში 2 ეისის შესრულება მოახერხა. გარდა ამისა, 30 წლის ქართველის ანგარიშზე 35 ვინერსი და 36 უნებლიე შეცდომა იყო.
ნიკოლოზი, რომელიც განახლებულ რეიტინგში 25-ე პოზიციაზეა, 1/16-ფინალში ლორენცო სონეგოსა (28) და დენის შაპოვალოვს (16) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings