in ,

ნეაპოლელთა საჩუქარი ინტერს (27-ე ტური)

მილანის „ინტერი“ ჩემპიონობას უახლოვდება. ერთი, რომ თავად გაუთავებლად იგებს და მეორეც, მისი მდევრები შიგა და შიგ ქულებს კარგავენ. ბოლო დროს განსაკუთრებით მოუკლო „მილანმა“, აი ჩემპიონტზე გადმორთულ და გაბრაზებულ „იუვენტუსს“ რამდენად ეყოფა დარჩენილი ტურები სხვაობის ამოსაქაჩად, ძნელი სათქელია.

ტურის დასკვნით მატჩში „ნაპოლიმ“ მეორე ტაიმის დასაწყისში გაუტანა სტუმრად (პოლიტანო, 50 წთ) „მილანს“ და მეორე ადგილოსანს ქულები დააკარგვინა, თავად კი ამ 3 ქულამ საშუალება მისცა „რომას“ გათანაბრებოდა, ხოლო დაკარგული ქულებით „ატალანტასაც“ უსწრებს და წესით მე-4 ადგილზე სწორედ სამხრეთელები არიან.

კრიშტიანოს ამბავი აგერ ცალკე წაიკითხეთ:
იდეალური, 57-ე და 22 წუთში შესრულებული ჰეთ-თრიქი: კრიშტიანოს ყველა სტადიონზე გააქვს

„ინტერმა“ სერია ა-ში ზედიზედ 8 მატჩი მოიგო,საერთო ანგარიშია – 20:3.

რონალდომ მე-600 მატჩი ჩაატარა უმღლეს დივიზიონებში. მას 473 გოლი აქვს.

„კროტონეს“ ფორვარდმა ნვანკვომ მე-12 გოლი გაიტანა სერია ა-ში ამ სეზონში. მან ამით ობაფემი მარტინს გაუსწრო და ნიგერიელებისთვის რეკორდი მოხსნა.

მურიელმა („ატალანტა“) 14 (9+5) ქულა დააგროვა 2021 წელს სერია ა-ში. ტოპ 5 ლიგაში ამაზე უკეთესი შედეგი მარტო მესის და ლევანდოვსკის აქვთ.

დუშან ვლაოვიჩი – „ფიორენტინას“ პირველი ფეხბურთელია 57 წლის განმავლობაში, რომელმაც ჰეთ-თრიქი მატჩის პირველ ტაიმში შეასრულა (“ბენევენტოსთან” სტუმრად 4:1)).

„იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ 7 აპრილს ითამაშებენ. ოქტომბერში თამაში არ შედგა ნეაპოლელთა შორის კორონას აფეთქების გამო.|

„ტორინოს“ არ ჩაუთვლიან ტექნიკურ წაგებას „ლაციოსთან“. თამაში ჩატარდება. რომაელები გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას.

მილანის 100 ქულა და ახალგაზრდა მეგოლეები – სერია ა ფაქტებში (26-ე ტური)

სერია ა – 27- ტური

ლაციო – კროტონე 3:2
ატალანტა – სპეცია 3:1
სასუოლო – ვერონა 3:2
ბენევენტო – ფიორენტინა 1:4
ჯენოა – უდინეზე 1:1
ბოლონია – სამპდორია 3:1
პარმა – რომა 2:0
ტორინო – ინტერი 1:2
კალიარი – იუვენტუსი 1:3
მილანი – ნაპოლი 0:1

17 მარტი – გამოტოვებული მატჩი
ტორინო – სასუოლო

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევანდოვსკი კი არა, მართლა ლევანგოლსკია (25-ე ტური)

ეჰ ჟოზე, ჟოზე – მანჩესტერმა მაინც მოიგო, ვარდი სიბერეში ყვავის (28-ე ტური)