in ,

ნაპოლიმ მეორე ფაზა დაიწყო: ხვიჩა კასტელ დი სანგროშია – კაპელომ ქართველი სალაჰს შეადარა

„ნაპოლი“ სამდღიანი დასვენების შემდეგ ისევ შეიკრიბა და ბინა კასტელ დი სანგროში დაიდო, სადაც ლუჩანო სპალეტის განკარგულებაში 28 ფეხბურთელია. მათ შორის შემტევები: ამბროსინო, კვარაცხელია, ლოსანო, ოსიმჰენი, ოუნასი, პეტანია, პოლიტანო, ძერბინი. მთიანი რეგიონი აბრუცო ზედიზედ მესამე წელია მასპინძლობს ნეაპოლელებს მზადების მეორე ფაზაში.

„ნაპოლი“ დღეში ორჯერად ვარჯიშებს გეგმავს, თუმცა არა ყოველდღე, რადგან გუნდს 4 საკონტროლო მატჩიც აქვს დაგეგმილი: „ადანასთან“ (27 ივლისი), „მალიორკასთან“ (31 ივლისი), „ჟირონასთან“ (3 აგვისტო) და „ესპანიოლთან“ (6 აგვისტო). ყველა მატჩი კასტელ დი სანგროს “პატინიზე” გაიმართება.

ამასობაში ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „კორიერე დელო სპორტს“ ინტერვიუ მისცა და „ნაპოლიზე“ ილაპარაკა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია მოჰამედ სალაჰს შეადარა.

„სპალეტი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მან დაკარგა კულიბალი, რომელიც დაცვაში საიმედოობას განაპირობებდა, წინ კი ინსინიე, რომელსაც გოლებიც გაჰქონდა და თანაგუნდელებს პასებითაც ამარაგებდა, მაგრამ ეს გუნდი მაინც საინტერესოა. შეტევაში კვარაცხელია სალაჰის კარიერის დასაწყისს მაგონებს“, – განაცხადა კაპელომ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ორი ქართველის დებიუტი და კაკაბაძის წინა სიმბოლური: პოლონური ლეგიონი

რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინც მაგრად მოსწონთ: ბარსამ რეალი დაამარცხა და სხვა