in

ნაკრები ვარჯიშობს: 22-დან 12 შეირჩევა – ვინ როდის და როგორ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის ემზადება. შეგახსენებთ, ჩვენს გუნდს საკვალიფიკაციო მატჩები 1 ივლისს რიგაში, უკრაინასთან და 4 ივლისს თბილისში, ესპანეთთან უწევს.

საქართველოს გაფართოებულ შემადგენლობაში 22 კალათბურთელია, საიდანაც ოფიციალური მატჩებისთვის 12 შეირჩევა. ილიას ზუროსმა საქართველოს ჩემპიონატის 10 კალათბურთელი გამოიძახა, 12 მოთამაშე კი ლეგიონერია.

ერთადერთი კალათბურთელი, რომელიც ნაკრებს უკრაინასთან და ესპანეთთან ვერ დაეხმარება, სანდრო მამუკელაშვილია. “მილუოკი ბაქსის” ფორვარდს კლუბთან საზაფხულო ლიგაზე თამაშის ვალდებულება გააჩნია. მამუკელაშვილი ნაკრებს ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი შეკრების დასაწყისში, ივლისის ბოლოს შეუერთდება.

ნბა-ში მოთამაშე ჩვენი ნაკრების მეორე წევრი, გოგა ბითაძე თბილისშია და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს, ნაკრების უახლოესი 3 ღონისძიებიდან (მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ივლისის და აგვისტოს ფანჯრები, ევრობასკეტი 2022) ბითაძე რომელ მათგანში მიიღებს მონაწილეობას. მოგეხსენებათ, ახალი რეგულაციებით, ნბა-ს მოთამაშეებს დაუწესდათ დღეების ლიმიტი, რომლის განმავლობაშიც უფლება აქვთ თავიანთ ეროვნულ გუნდებში ითამაშონ.

ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობს და მისი ჩამოსვლის ზუსტი თარიღიც სერიის დასრულებაზეა დამოკიდებული. ნაკრებს დღეიდან, შეუერთდება ესპანური “ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინი, ხოლო ესპანური “ბეტისიდან” ახლახან წამოსული ბექა ბურჯანაძე ვარჯიშებში სამშაბათიდან ჩაერთვება.

24 ივნისს საქართველოს ნაკრებს უკანახაზელები – რატი ანდრონიკაშვილი და ნატურალიზებული ამერიკელი ლეგიონერი, თად მაკფადენის შეუერთდებიან.

ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა ნაკრების ვეტერანი და ჩატარებული მატჩების მხრივ რეკორდსმენი, გიორგი ცინცაძე, რომელსაც ტრავმის გამო მთელი გასული სეზონი გაუცდა.

ნაკრებში 2 ახალი სახეა – 18 წლის გიორგი (გუგა) ნაცვლიშვილი და სუპერლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი ბომბარდირი – ოთარ ბულიავა. ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის ვახტანგ ნაცვლიშვილის შვილი 18 წლისაა, რომელიც მამის კვალს მიჰყვება. გუგა ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობს და საკმაო წარმატებითაც. ის ესპანურ კლუბ „კანარიასის“ წევრია.

ნაკრები თბილისში მოემზადება და 29 ივნისს, გამთენიისას ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაემგზავრება. ცნობილი მიზეზების გამო, უკრაინა მატჩებს სამშობლოში ვერ ატარებს და ნაკრების ხელმძღვანელობამ საქართველოს სამასპინძლოდ რიგა აირჩია.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის G ჯგუფში საქართველო 4 შეხვედრიდან 3 მოგებით ლიდერობს. თითო მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული ესპანეთსა და უკრაინას, რომლებსაც შესაბამისად 3 და 1 გამარჯვება აქვთ მოპოვებული. ბოლო ადგილზეა ოთხივე წაგების მქონე ჩრდილოეთ მაკედონია. წინა ფანჯრის გამოტოვებული მატჩი, ბაგაცკისის გუნდს ესპანეთში რომ უნდა ეთამაშა და უკრაინაში ომის დაწყებას დაემთხვა, 7 ივლისს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას მწვრთნელი დაიმუქრა, წავალო: რას ითხოვს სპალეტი

ჩელსის ყველაზე ცუდი ტრანსფერები – რა ხალხი შეგროვდა