in ,

ნაბიჯი წინ: ახლა ხომ ნაღდად გამოვვარდით… XXXI ტური

შჩესნიმ მოიგერია ჩალხანოღლუს პენალტი, მაგრამ თავიდან დაარტყმევინეს, რადგან დე ლიგტი საჯარიმოში ადრე შევარდა. თურქმა მეორე მცდელობით გაიტანა. ეს მოხდა „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს, წამატებულ დროში და აღმოჩნდა ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი, რამაც „ინტერს“ ზედიზედ 2 ფრის შემდეგ გამარჯვება მოუტანა და საჩემპიონო რბოლაში დატოვა.
აი „ბებერი ქალბატონი“ კი 7 ტურით ადრე საკმაოდ ჩამორჩა წინ მყოფ გუნდებს და თუ „რომას“ კარგ თამაშს გავითვალისწინებთ, „იუვე“ ცოტა მოურინიოს გუნდსაც უნდა უფრთხილდეს, რომელსაც ახლა 5 ქულით უსწრებს.

მეორე გამორჩეული თამაში შედგა ბერგამოში, სადაც „ნაპოლიმ“ მოახერხა რთული მეტოქის ძლევა და ქულებით დაეწია „მილანს“, რომელიც თავის მატჩს დღეს ითამაშებს და ისევ ექნება შანსი ერთპიროვნული ლიდერი გახდეს.

This image has an empty alt attribute; its file name is 6254440b74e1c0df2f0837c42f904af7o2-1024x569.jpg

“ვენეცია” ზედიზედ 5 მატჩია აგებს და გასავარდნ ზონაშია. მისებრ 22 ქულა აქვს “ჯენოას”, მაგრამ გენუელებმა ბოლო 8 მატჩი არ წააგეს – 7 ფრე და 1 მოგება და რადგან მის წინ მყოფმა “კალიარიმ” ზედიზედ 4-ჯერ წააგო, სხვაობა სულ 3 ქულაა და გენუელებს გადარჩენის შანსი გაუჩნდათ.

ინძაგი: „იუვენტუსს“ ბევრი პრობლემა არ შეუქმნია. „ინტერმა“ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ“.

ალეგრი: „ბოლოს და ბოლოს ხალხს შეუძლია თქვან, რომ „იუვენტუსი“ გამოვარდა სკუდეტოსთვის ბრძოლაში“.

„იუვენტუსმა“ ჩემპიონატში პირველად წააგო ნოემბრის შემდეგ. შეწყდა 16-მატჩიანი წაუგებელი სერია.

„ფიორენტინას“ 4 მატჩია არ წაუგია.

„ატალანტას“ და „ნაპოლის“ ბოლო 4 მატჩში 19 გოლი გავიდა.

„ნაპოლიმ“ ზედიზედ მესამედ მოიგო.

„რომა“ ყველა ტურნირის ჩათვლით 9 თამაშია არ აგებს, ჩემპიონატში კი ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო.

სერია ა – XXXI ტური

სპეცია – ვენეცია 1:0
ლაციო – სასუოლო 2:1
სალერნიტანა – ტორინო 0:1
ფიორენტინა – ემპოლი 1:0
ატალანტა – ნაპოლი 1:3
უდინეზე – კალიარი 5:1
სამპდორია – რომა 0:1
იუვენტუსი – ინტერი 0:1

ორშაბათი, 4 აპრილი
ვერონა – ჯენოა
მილანი – ბოლონია

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არ მინდა მსოფლიოს გამოვაკლდე: ვან გაალი სიმსივნეს ებრძვის

როგორც იქნა: მესიმ, მბაპემ და ნეიმარმა ერთად გაიტანეს – პირველად