ნიდერლანდების ჩემპიონატში „აიაქსმა“ აუტსაიდერ „ვიტესს“ უმასპინძლა და ხასიათი გამოიკეთა – 5:0. ამსტერდამელებს პირდაპირ უწერიათ, მშვენიერი საღამო, „აიაქსის“ შოუ… ამ წარმატებაში გიორგი მიქაუტაძის წვლილიცაა, ოღონდ დიდი არა. როდესაც ქართველი მოედანზე შევიდა, ანგარიში უკვე 5:0 იყო.
ჩვენიანი მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა და თამაშის გამწვავებას და გატანას ცდილობდა, ორჯერ კარშიც დაარტყა, მაგრამ ერთხელ მცველი გადაეფარა, მეორედ კი, წამატებულ დროში მეკარემ დაბალ კუთეში დარტმული კუთხურზე მოიგერია.
მიქაუტაძის შეფასება 6.4-ია.
საინტერესოა, რომ ავადმყოფობის გამო არ იყო ბრაიან ბრობი, მის ადგილზე კი ჯონ ვან’ტ სხიპმა ჩუბა აკპომი ათამაშა და არა მიქაუტაძე.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
13 ტურის შემდეგ „აიაქსმა“ 15 ქულა დააგროვა (ზედიზედ სამი თამაში მოიგო) და მე-8 ადგილზე აინაცვლა, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
GIPHY App Key not set. Please check settings