in

მუნდიალის ყველაზე საკამათო ეპიზოდები: როცა VAR ვერ VAR-ობს

მსოფლიო ჩემპიონატი ისე არ ჩაივლის, რომ საკამათო ეპიზოდები არ მოხდეს. VAR-ის სისტემის მიუხედავად, აზრთა სხვადასხვაობა მაინც საკმაოდაა.

საფრანგეთის ნაკრების გოლის გაუქმება ტუნისთან ESPN-მა ყველაზე საკამათოდ მიიჩნია ახლახან დასრულებულ მუნდიალზე.

VAR-ის მონაწილეობით ყველაზე საკამათო სიტუაციების სია ასეთი გამოვიდა:

  1. გრიზმანის გაუქმებული გოლი ტუნისთან;
  2. პორტუგალიის პენალტი ურუგვაის მცველის ხოსე ხიმენესის ხელით თამაშისას;
  3. პოლონეთის ნაკრების კარში დანიშნული პენალტი, როდესაც მეკარე შჩესნიმ მესი წააქცია;
  4. იაპონელი ტანაკის ჩათვლილი გოლი ესპანეთთან (ბურთს შესაძლოა დატოვებული ჰქონდა მოედანი);
  5. ეკვადორელი ენერ ვალენსიას გაუქმებული გოლი ყატართან (ოფსაიდის გამო);
  6. გადაწყვეტილება არ დაენიშნათ 11-მეტრიანი, როდესაც ფრანგმა ტეო ერნანდესმა მაროკოელ სოფიან ბუფალს ჩაარტყა;
  7. არდანიშნული პენალტი, როდესაც ჰარი კეინს ფრანგი მცველი უპამეკანო შეეჯახა და ინგლისელი წაიქცა.
  8. რონალდოს წაქცევის გამო დანიშნული პენალტი განასთან;
  9. გადაწყვეტილება არ დაენიშნათ 11-მეტრიანი განელი ამარტისა და ურუგვაელი დარვინ ნუნიესის სიტუაციაში;
  10. ხორვატების გაუქმებული პენალტი ბელგიასთან მატჩში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურები: ყველას თავისი ვერსია აქვს

ოქროს ბურთის პრეტენდენტები: ხვიჩა ათეულს ინარჩუნებს