in

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო,  წყალბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები მათი ეგიდით გასამართი ყველა ტურნირიდან მოკვეთა, მსოფლიო ჩემპიონატზე რუსების ნაცვლად საქართველოს ნაკრები კვალიფიცირდა.

დღეს, ბუდაპეშტში მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობაც გაირკვა.

დეიან სტანოევიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე  A ჯგუფში იასპარეზებს და მისი მეტოქეები: უნგრეთი, ბრაზილია და მონტენეგრო იქნებიან.

მსოფლიო ჩემპიონატი ბუდაპეშტში 18  ივნისიდან 3 ივლისამდე გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ანდრია ბითაძის გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ტურის საუკეთესოდ დასახელდა

შერმადინის 12 ქულა: ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალშია