in

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები პოზიციების მიხედვით: ქართველიც არის

ახლი სეზონის დაწყებამდე ბევრი აღარ დარჩა. გუნდები ჯერ კიდევ ცდილობენ ახალი ტრანსფერების გაჩარხვას.

აქ გადავხედოთ პოზიციების მიხედვით მსოფლიოს უძვირეს მოთამაშეებს. ზოგიერთი ფეხბურთელი რამდენიმე პოზიციაზეც კი თამაშობს, მაგრამ ასე თუ ისე მაინც ზუსტი ვარიანტია მოცემული.
მოყვანილია transfmarkt-ის მონაცემები.

სასიხარულოა, რომ ამ საპატიო სიაში ქართველი ფეხბურთელიცაა.

მეკარე:

გიორგი მამარდაშვილი – „ვალენსია“ – 23 წლის – 45 მლნ ევრო
დიეგო კოშტა – „პორტო“ – 24 წლის – 45 მლნ ევრო

ჯიჯი დონარუმა (პსჟ) და გრეგორ კობელი (დორტმუნდის „ბორუსია“) – 40 მლნ ევრო.

მცველები:

უილიამ სალიბა – „არსენალი“ – 23 წლის – 80 მლნ ევრო
რუბენ დიაში – „სიტი“ – 27 წლის – 80 მლნ ევრო

მესამეა ასევე „სიტის“ ხორვატი მცველი იოშკო გვარდიოლი 75 მლნ ევროთი.

ნახევარმცველები:

ჯუდ ბელინგემი – „რეალი“ – 21 წლის – 180 მლნ ევრო

ინგლისელს ერთდროულად სამი ფეხბურთელი მოჰყვება, რომელთა ფასია 130 მლნ ევრო:

ფლორიან ვირტცი („ბაიერი“), ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“), როდრი („სიტი“)

თავდამსხმელები:

აქ სამი ლიდერია:

ერლინგ ჰოლანდი – „სიტი“ – 24 წლის – 180 მლნ ევრო
ვინისიუსი – „რეალი“ – 24 წლის – 180 მლნ ევრო
კილიან მბაპე – „რეალი“ – 25 წლის – 180 მლნ ევრო

საინტერესოა, რომ ერთბაშად 10 ფეხბურთელია 100+ მილიონად შეფასებული.

ყველაზე ახალგაზრდა სიაში არის ლამინ იამალი (17 წლის – 120 მლნ), ყველაზე ასაკიანები – ტერ შტეგენი და კურტუა (32 წლის).

ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს „რეალს“ – 9. მერე მოდიან „სიტი“ (7) და „არსენალი“ (6).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გერმანიაში წლის ფეხბურთელი კროოსია, მწვრთნელი ჩაბი ალონსო

ფოტო: ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ