in

მოდი, გავაოგნოთ სამყარო: ლივერპულის ფანები მბაპეს ტრანსფერისთვის ფულს აგროვებენ

„ლივერპულის“ გულშემატკივრები პსჟ-ს ფრანგი თავდამსხმელის კილიან მბაპეს ტრანსფერისთვის სახსრების შეგროვებას იწყებენ.

ორმა ფანმა კამპანია წამოიწყო (GoFundMe-ში) და იმედი აქვთ, რომ 290.5 მილიონ ევროს მოაგროვებენ. Transfermarkt-ის თანახმად, 22 წლის ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონია.

„ლივერპულს“ არ აქვს ასეთი ტრანსფერის ფული და ვიფიქრეთ, რომ ეს საკუთარ თავზე აგვეღო. მთელი მსოფლიოდან ყველა გულშემატკივრისგან თანხის შეგროვება გადავწყვიტეთ. მოდი, გავაოგნოთ საფეხბურთო სამყარო, სადაც „ლივერპულის“ დაახლოებით 100 მილიონი ფანია. თუ ყველა მიიღებს მონაწილეობას, თითო გულშემატკივრისგან მხოლოდ 2.5 ფუნტი გახდება საჭირო.
მოდი გავერთიანდეთ, რათა განვახორციელოთ ისტორიაში პირველი და ყველაზე მსხვილი ტრანსფერი გულშემატკივრების ფულით. მოდი შევქმნათ ისტორია“, – დაწერა talkSPORT-მა ფანების განცხადება.

ლივერპულის ფანებმა სტადიონის თავზე ბანერი აფრინეს და გუნდს მხარი დაუჭირეს

მბაპე პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს.
პარიზელებთან ერთად 7 ეროვნული ტროფეი მოიგო, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო, ბუდუმ ისევ გაიტანა

ვაცადოთ უმრავლესობის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ პრეზიდენტს საქმის კეთება: ვეტერანი მორაგბეები ბრძოლას ბოლომდე აპირებენ