ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩისთის ემზადება. გაერთიანებული სამეფოს დედოფლის გარდაცვალების გამო გლაზგოში მატჩი „რეინჯერსსა“ და „ნაპოლის“ შორის ერთი დღით გადაიწია და ხვალ გაიმართება. მოგეხსენებათ, ნეაპოლელებმა პირველ ტურში თვით „ლივერპული“ გაანადგურეს, ხოლო „რეინჯერსი“ თავად განადგურდა „აიაქსთან“ და ხვალ ფავორიტად სტუმრები უნდა მივიჩნიოთ.
თამაშამდე კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ:
„ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. ჯერ ადრეა საუბარი ჯგუფში რომელ ადგილზე გავალთ. ბედნიერები ვართ, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ გუნდს „ლივერპულს“ მოვუგეთ. თუმცა ეს უკვე წარსულია და ახლა მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. იოლი არ იქნება, ვიცით როგორი ატმოსფეროა „აიბროქსზე“ და მეტოქე საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მონდომებით ითამაშებს. თუმცა ჩვენ საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ და მოგება შეგვიძლია“.
„გლაზგო რეინჯერსსა“ და „ნაპოლის“ შორის შეხვედრა ხვალ, 14 სექტემბერს, 23:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings