in ,

მიქაუტაძით გალათასარაი დაინტერესდა

საქართველოს ნაკრების და ფრანგული “მეცის” თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით თურქული ფეხბურთის გრანდი “გალათასარაი” და პირადად მათი მთავარი მწვრთნელი ფათიჰ თერიმი დაინტერესდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული “ფანატიკი” ავრცელებს.

პოპულარული გამოცემის ცნობით თურქული გრანდის, „გალათასარაის“ მთავარ მწვრთნელს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გადაბირება სურს.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ აპრილში ფრანგულ „მეცთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

20 წლის თავდამსხმელი დასრულებულ სეზონში „სერენის“ ფორმით, ბელგიის პირველი ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა, საუკეთესო მოთამაშეთა გამოკითხვაში კი, მეორე ადგილი დაიკავა. მიქაუტაძემ პლეი ოფში „ბევერენს“ ორ მატჩში 3 გოლი გაუტანა და მისი დამსახურებით, „სერენმა“ ბელგიის მთავარ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუმინული მედია: ქართველებს მატჩის ჩაშლა სურდათ

კუმანი ბარსაში რჩება და ბევრი ახალი სახე იქნება