UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია 5 ნოემბერს მორიგ ბრძოლას გამართავს და მისი მეტოქე ბრაის მიტჩელი იქნება.
მიტჩელის მოწინააღმდეგე თავდაპირველად მოვსარ ევლოევი უნდა ყოფილიყო, თუმცა ტრავმის გამო მის ნაცვლად თოფურია იბრძოლებს.
მიტჩელმა აღნიშნული ინფორმაცია “ტვიტერის” გვერდზეც დაადასტურა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2022/10/FfK6lOkWAAAudcx-1024x1024.jpg)
ვხედავ, რომ ილია თოფურიამ ბრძოლაში გამომიწვია, ის “ტვიტერზე” თავისი მუცლის ფოტოებს აქვეყნებს, რადგან პრესი და ნავარჯიშები სხეული გვანახოს, ჰეი, მეგობარო – ხედავ ჩემს მუცელს? უკვე 3 კვირაა არაქისის კარაქის ნამცხვრებს ვჭამ, თუმცა დივანიდან ავდგები და მოვემზადები, ჩემთვის ამდენი შეურაცხყოფა არუნდა მოგეყენებინა, ეს არ უნდა გაგეკეთებინა” – წერს ამერიკელი მებრძოლი.
შეგახსენებთ, ქართველმა “მატადორმა” უკანასკნელი შეხვედრა მარტში გამართა და ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა, მიჩელმა კი ამავე თვეში ედსონ ბარბოსას მსაჯების გადაწყვეტილებით სძლია.
მომზადებულია MmaJunkie-ს მიხედვით
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings