in

მილიარდზე მეტი არავის ჰქონია: რეალი ისევ ყველაზე შემოსავლიანია

ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე კლუბების სიაში კვლავ მადრიდის “რეალი” ლიდერობდა.

აუდიტორულმა კომპანიამ Deloitte-მა გააანალიზა საფეხბურთო კლუბების შემოსავალი 2023/24 წლების სეზონისთვის და შეადგინა ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე 30 გუნდის რეიტინგი.

საერთო ჯამში, რეიტინგში შემავალმა კლუბებმა 11,2 მილიარდი ევრო გამოიმუშავეს – 6%-ით მეტი, ვიდრე 2022/23 წლების სეზონში.

გასული სეზონის შემოსავლების ზრდა განპირობებული იყო სტადიონებზე სხვადასხვა ღონისძიებებით, გაზრდილი საცალო გაყიდვებით და გაზრდილი სპონსორობით. გარდა ამისა, ზოგიერთმა ფრანგულმა კლუბმა შემოსავალი მიიღო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საკუთარ სტადიონებზე მასპინძლობისგან, გერმანულმა კლუბებმა კი ფული 2024 წლის ევროს წყალობით გამოიმუშავეს.

მადრიდის “რეალმა” ზედიზედ მეორედ დაიკავა პირველი ადგილი რეკორდული შემოსავლით. ისტორიაში არცერთ კლუბს არ მიუღია წლიური შემოსავალი 1 მილიარდი ევრო ან მეტი.

რეიტინგში პრემიერლიგის 9 კლუბი მოხვდა. გასულ წელს ინგლისი რეიტინგში 8 გუნდით იყო წარმოდგენილი.

მსოფლიოს ტოპ კლუბები შემოსავლების მიხედვით 2023/24 სეზონში:

  1. მადრიდის რეალი – 1,046 მილიარდი ევრო
  2. მანჩესტერ სიტი – 837,8 მლნ
  3. პსჟ – 805,9 მლნ
  4. მანჩესტერ იუნაიტედი – 770,6 მლნ
  5. ბაიერნი – 765,4 მლნ
  6. ბარსელონა – 760,3 მლნ
  7. არსენალი – 716,5 მლნ
  8. ლივერპული – 714,7 მლნ
  9. ტოტენჰემი – 615 მლნ
  10. ჩელსი – 545,5 მლნ
  11. დორტმუნდის ბორუსია – 513,7 მლნ
  12. ატლეტიკო – 409,5 მლნ
  13. მილანი – 397,6 მლნ
  14. ინტერი – 391 მლნ
  15. ნიუკასლი – 371,8 მლნ
  16. იუვენტუსი – 355,7 მლნ
  17. ვესტ ჰემი – 322,2 მილიონი ფუნტი
  18. ასტონ ვილა – 310,2 მილიონი ფუნტი
  19. მარსელი – 287 მლნ
  20. ლიონი – 264,1 მლნ
  21. ბრაიტონი – 256,8 მლნ
  22. ნაპოლი – 253,6 მლნ
  23. რომა – 249 მლნ
  24. აინტრახტი – 245,2 მლნ
  25. ბენფიკა – 224 მლნ
  26. კრისტალ პალასი – 218,9 მლნ
  27. ევერტონი – 217,6 მლნ
  28. ფულჰემი – 212,2 მლნ
  29. ვულვერჰემპტონი – 206,9 მლნ
  30. ფლამენგო – 198,2 მლნ

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლივერპული ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჩემპიონატების დაწყებამდე უნდა დაიხუროს: ესპანეთია წინააღმდეგი