საუდის არაბეთის ფონდი აპირებს „მილანის“ თანამფლობელი გახდეს.
La Repubblica-ის ცნობით, PIF (უფრო სწორედ მისი კუთვნილი ნავთობ კომპანია Saudi Aramco) იმედოვნებს, რომ კლუბის საკონტროლო პაკეტს იყიდის RedBird Capital-სგან. გარიგება სეზონის ბოლომდე უნდა გაფორმდეს.
„მილანის“ ამჟამინდელმა მფლობელებმა შესაძლოა 1.6 მილიარდი ევრო მიიღონ.
მიიჩნევენ, რომ ჯერი კარდინალე მოკლევადიან პერსპექტივაში არ იქნება დაინტერესებული PIF-თან შეთანხმებით, მაგრამ ასევე აღნიშნავენ, რომ სწორედ „როსონერის“ ხელმძღვანელობა ჩაფრინდა საუდის არაბეთში ორი თვის წინ. ახლა კი იტალიაში ჩავიდნენ ფონდის წარმომადგენლები.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings