in

მიეცით მუშებს ფული: ფიფას მშრომელთა უფლებების დაცვას თხოვენ

უფლებადამცველებმა ფიფას მოუწოდეს მიგრანტებს 440 მილიონი დოლარი გადაუხადოს, რომლებიც ყატარში მუშაობდნენ.

10-მა უფლებადამცველმა და ფანების ორგანიზაციამ ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ღია წერილით მიმართა და მოთხოვეს მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდის ტოლი თანხა გადაუხადონ ასობით მუშა-მიგრანტს, რომლებიც ყატარში ადამიანის უფლებების დარღვევას წააწყდნენ.

წერილში ნათქვამია, რომ ეს არის მინიმალური თანხა, რაც საჭიროა გარკვეული ხარჯების დასაფარად, სამომავლოდ მშრომელთა უფლებების დაცვის ინიციატივების მხარდასაჭერად.

წერილს ხელი მოაწერეს ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიც არიან Amnesty International, Human Rights Watch და Football Supporters Europe.

ყატარში სტადიონების მშენებლობისას უამრავი ადამიანი დაიღუპა. მთელი რიგი ქვეყნები პროტესტს გამოთქვამდნენ ყატარში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და ბოიკოტის მოთხოვნითაც კი გამოდიოდნენ.

ყატარის მუნდიალი 21 ნოებრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაინც გეკუთვნით: ლივერპული საჩემპიონო აღლუმს მოაწყობს

პირველი ცვლილება გაფართოებულ შემადგენლობაში: მიქელთაძე ქვილითაიას ნაცვლად