in ,

მესი 2020 წლის სიმბოლურში ვერ მოხვდა: დომინირებენ მიუნხენელები

ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ (L’Equipe) 2020 წლის შედეგების მიხედვით სიმბოლური ნაკრები შეადგინა. შემადგენლობაში 5 ტროფეის მომგები მიუნხენის „ბაიერნის“ 5 ფეხბურთელი მოხვდა. ნაკრებში არ აღმოჩნდა ლიონელ მესის ადგილი.

კარში ადგილი მანუელ ნოიერმა („ბაიერნი“) დაიკავა.

დაცვის ხაზში დადგნენ: ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი და ვირხილ ვან დეიკი (ორივე „ლივერპული“), სერხიო რამოსი („რეალი“) და ალფონსო დევისი („ბაიერნი“).

ნახევარდაცვაში მოხვდნენ: ჯოშუა კიმიხი („ბაიერნი“), ტიაგო ალკანტარა („ბაიერნი“/“ლივერპული“), კევინ დე ბრიუინი („სიტი“) და ნეიმარი (პსჟ).

უტევენ: რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“) და კრიშტიანო რონალდო („იუვენტუსი“).

მესის და მის „ბარსელონას“ 2019/20 წლების სეზონში არაფერი მოუგიათ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვარსკვლავების ნაკრები, რომელთაც წასვლა შეუძლიათ – აქ მესიც არის, რამოსიც და აგუეროც

პრემიერლიგაში კორონას ანტირეკორდია, “ბარსას” თვითმფრინავის ფული აღარ აქვს – ამბები მოკლედ