in

მესი და ბარსა თითქმის შეთანხმდნენ: კონტრაქტი 2026 წლამდე გაგრძელდება და ხელფასი 50%-ით ნაკლები იქნება

ლიონელ მესი სავარაუდოდ „ბარსელონაში“ დარჩება.

როგორც გამოცემა Diario Sport ირწმუნება, მხარეები ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ და უახლოეს მომავალში ოფიციალურ განცხადებასაც გააკეთებენ. კონტრაქტი 2026 წლამდე გაგრძელდება და მესის ხელფასი 50%–ით უფრო ნაკლები იქნება.

მესისთან ხელშეკრულების გასაფორმებლად “ბარსას” სჭირდება სახელფასო ფონდის შემცირება და ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები პიკესთან, ბუსკეტსთან, ალბასთან და სერჟი რობერტოსთან.
სიტუაციას გარკვეულწილად ასევე განმუხტავს უმტიტის, პიანიჩისა და ბრაიტვაიტის ტრანსფერები.

მესი კატალონიურ კლუბში 2004 წლიდან თამაშობს და 17 წლის განმავლობაში ასეთი რამ პირველად მოხდა, როცა არგენტინელმა კლუბთან შეთანხმება ვერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ლეო „ბარსელონასთან“ ვარჯიშს არ განაახლებს მანამ, სანამ კონტრაქტის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველ მძლეოსანს დოპინგი დაუდასტურდა და ოლიმპიადიდან მოხსნეს

სეოკ-ის განმარტება აბრამიანის დოპინგ სკანდალზე