პსჟ-მ ლეო მესი ვარჯიშის გაცდენის გამო საქმეს ჩამოაშორა.
ფეხბურთელი საუდის არაბეთში დაუკითხავად გაემგზავრა ჩემპიონატში „ლორიანთან“ 1:3 წაგების შემდეგ. მას ასე მოქცევის უფლება მოგების შემთხვევაში ჰქონდა.
კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, 35 წლის ფეხბურთელი ორი კვირით მოკვეთოს. ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მესიმ სერიოზული შეცდომა დაუშვა.
არგენტინელი „ტრუასთან“ (7 მაისი) და „აიაჩოსთან“ (13 მაისი) მატჩებს გამოტოვებს.
ასევე – მესის ამ ორკვირიანი უქმობის გამო ხელფასს არ მისცემენ.
მაგრამ მთავარი ეს არ არის – მესი სეზონის ბოლოს დატოვებს პსჟ-ს.
„ეკიპი“ წერს, რომ კლუბი აღარ გაუგრძელებს კონტრაქტს.
ბოსებმა ძალიან ნეგატიურად მიიღეს ლეოს შეუთანხმებელი გამგზავრება არაბეთში და მისი მოშორების გადაწყვეტილებაც ერთსულოვანია.
მესის კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს იწურება.
თუმცა ისიც სათქმელია, რომ ლეო ამაზე დიდად არ იდარდებს: სულ უფრო აქტიურად იწერება, რომ ის „ბარსელონაში“ დაბრუნდება. ამ ამბების შემდეგ კი ამის ალბათობა კიდევ უფრო დიდი ხდება.
GIPHY App Key not set. Please check settings