ფინალისიმაში დიდებული ტრიუმფის შემდეგ არგენტინამ ამხანაგური მატჩი ჩაატარა სუსტ ესტონეთთან და 5:0 მოუგო. ამ ამბავს ერთი მიზეზით მივაქციეთ ყურადღება – ლეო მესი. ხუთივე გოლი გენიამ გაიტანა.
„ლეო არა მარტო არგენტინის, მთელი მსოფლიოს საგანძურია“ – თქვა მატჩის მერე გაბადრულმა ლიონელ სკალონიმ, არგენტინელთა მწვრთნელმა.
მესიმ 3+ გოლი 56-ედ გაიტანა (რონალდოს 60 აქვს).
3 გოლი – 48 მატჩში
4 გოლი – 6 მატჩში
5 გოლი – 2 მატჩში
მესიმ არგენტიონის ნაკრებში 86 გოლი გაიტანა და ნაკრების ბომბარდირთა შორის უკვე მე-4 ადგილზე გავიდა. ლეომ ფერენც პუშკაშს გაუსწრო. კრიშტიანოს რეკორდამდე 31 გოლია.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
2022 წელს ლეომ 11 გოლი და 12 ასისტი გაიფორმა 22 მატჩში. ნაკრებში საერთოდ დაფრინავს: ბოლო 4 მატჩში 6+2.
დღემდე 4+ გოლი მესის ოფიციალურ მატჩებში გაჰქონდა. პოკერი: 5 ლა ლიგაში და 1 ჩემპიონთა ლიგაზე („არსენალთან 2010 წელს).
პირველი პენტა-თრიქიც ჩემპიონთა ლიგაზე მოდის. 2012 წელს ლევერკუზენის „ბაიერს“ გაუტანა (7:1). ტურნირის ისტორიაში პირველი პენტა-თრიქია.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/rue7fa11db323.jpg)
მესიმ 30 ნაკრებს გაუტანა გოლი 51-დან.
არგეტინამ წაუგებელი სერია 33 მატჩამდე გაზარდა. ეს ნაკრების რეკორდია.
გარი ლინეკერის კომენტარი: „მესია“.
GIPHY App Key not set. Please check settings