in ,

მერაბ ბაზაძე:ვამაყობ ამ შედეგით-ნინა და ირმა აუცილებლად გახდებიან პარალიმპიური ჩემპიონები

დღეს, ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ირმა ხეცურიანი კი, მეოთხე ადგილზე გავიდა.

ქართველი პარამოფარიკავეების გამოსვლის შესაფასებლად Sport4me.ge საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს მერაბ ბაზაძეს დაუკავშირდა.

“ვამაყობ ჩვენი გოგოების გამოსვლით. ნინამ სასწაული გააკეთა და ეს ვერცხლის მედალი მისთვის ძალიან მაგარი შედეგია. ირმა ხეცურიანს ძალიან ცოტა დააკლდა მედლამდე. წელს ამ გოგოებისთვის რთული წელი გამოვიდა. ერთი თვის წინ, მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდათ, სადაც გუნდურ შეჯიბრებაში ჩემპიონები გახდნენ და მეშინოდა, პარალიმპიურ თამაშებს ფსიქოლოგიურად გადაღლილები არ შეხვედროდნენ. სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინები გამართლდა. ამ ფიზიოლოგიურმა მდგომარეობამ და გადაღლამ დააკარგვინა ირმას მედალი, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება. ნინაც და ირმაც პარიზში აუცილებლად გახდებიან ჩემპიონები.”-თქვა მერაბ ბაზაძემ

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0