in

მატჩი მშვიდობისთვის: კიევის დინამოს ევროპის ტოპ კლუბებთან ითამაშებს

კიევის „დინამო“ ევროპის რამდენიმე ტოპ კლუბს შეხვდება.

ეს იქნება ამხანაგური მატჩები საერთაშორისო საქველმოქმედო მისიის ფარგლებში.

აპრილსა და ივნისში დაგეგმილია კიეველთა შეხვედრები დორტმუნდის „ბორუსიასთან“, პსჟ-სთან, „სტიაუასთან“, „ლეგიასთან“, „ბარსელონასთან“, „მილანთან“, „ბენფიკასთან“, „აიაქსთან“, „სპორტინგთან“, „ბაზელთან“.

ყველა თამაში ჩატარდება ლოზუნგით „მატჩი მშვიდობისთვის!“

ასეთი მატჩების მიზანია საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება უკრაინაში არსებულ ვითარებასა და დაზარალებული უკრაინელებისთვის სახსრების შეგროვება.

ყველა მატჩს აჩვენებენ უკრაინისა და ევროპული ტელეარხების ეთერში. პროექტს შეუერთდებიან უკრაინელი ხელოვნების ვარსკვლავებიც.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოკუპანტებმა უკრაინელი ფეხბურთელი ოჯახთან ერთად წამებით მოკლეს

სიონის პირველი გამარჯვება ეროვნულ ლიგაში-VI ტური