გაიმართა ევროპის ლიგისა და კონფერენს ლიგის პირველი ნახევარფინალები.
ევროპა ლიგა: ჟოზე მოურინიომ თავის მოსწავლეს მოუგო, „იუვენტუსი“ კი სულ ბოლოს გადარჩა.
ორი იტალიური გუნდი შინ თამაშობდა.
„რომამ“ დაამარცხა ლევერკუზენის „ბაიერი“ 1:0. გოლი ბოვემ გაიტანა.
გერმანული კლუბის მწვრთნელი ხავი ალონსო თავად თამაშობდა მოურინიოს ხელმძღვანელობის ქვეშ მადრიდის „რეალში“.
„იუვემ“ 1:1 ითამაშა „სევილიასთან“. იტალიური გუნდი ბოლოს გადარჩა. 90+7 წუთზე დაბრუნებული პოლ პოგბას პასით ფედერიკომ გატიმ ცარიელ კარში შეაგდო.
ტურინელები ახლოს იყვნენ პირველად წაეგოთ საშინაო თამაში ევროპა ლიგის ისტორიაში. ახლა კი 2009 წლიდან მოყოლებული 7 მოგება და 8 ფრე აქვთ.
რომა – ლევერკუზენი 1:0
ბოვე, 63.
იუვენტუსი – სევილია 1:1
0:1 – ელ ნესირი, 26. 1:1 – გატი, 90+7
ალეგრი: „ფრე საპასუხო მატჩის წინ ინტრიგას ტოვებს“.
მოურინიო: „ეს იყო რთული მატჩი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით“.
ალონსო: „ერთ კვირაში „ბაიერს“ კიდევ ერთი შანსი ექნება მოუგოს „რომას“.
კონფერენს ლიგა: „ბაზელმა“ და „ვესტ ჰემმა“ ქამბექები მოაწყვეს.
„ფიორენტინამ“ შინ „ბაზელთან“ წააგო – 1:2, არადა 70-ე წუთამდე იგებდა. იტალიური გუნდისთვის ეს ჩავარდნაა, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა, ფავორიტიც იყო, მაგრამ მოგება სტუმრებმა წაიღეს.
„ვესტ ჰემს“ კი საშინაო მოტრიალებული მოგება აქვს „ალკმაართან“ – 2:1. აქ მეორე ნახევარფინალის სცენარი განმეორდა, ოღონდ პირიქით.
ფიორენტინა – ბაზელი
1:0 – კაბრალი, 25. 1:1 – დიუფი, 71. 1:2 – ამდუნი, 90+3
ვესტ ჰემი – ალკმაარი
0:1 – რეინდერსი, 41. 1:1 – ბენრაჰმა, 67, პენ. 2:1 – ანტონიო, 76.
იტალიანო: „ფიორენტინას“ მთავარი პრობლემა იყო, რომ მეორე გოლი არ გავიტანეთ“.
მოიესი: „ძალიან თანაბარი დაპირისპირებაა“.
GIPHY App Key not set. Please check settings