in ,

მასზე დიდ იმედებს ამყარებენ, მან კი უკვე დაიწყო ლამაზი გოლების გატანა – კვარას იტალიაში აქებენ

La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტმა მაურიციო ნიჩიტამ „ნაპოლის“ ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა და ჩვენიანი ერთობ აქო.

მის შესახებ იმდენს წერდნენ, რომ დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა. ის თბილად მიიღეს. მასზე დიდ იმედებს ამყარებენ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ „ნაპოლიმ“ ბევრი საკვანძო ფებხურთელი დაკარგა.
ყველა მოუთმენლად ელოდა ხვიჩას გამოჩენას ვარჯიშებსა და ამხანაგურ მატჩებში. კვარამ უმალ დაიწყო ლამაზი გოლების გატანა.

ის, რომ ნეაპოლში მაგარი ბიჭი მოდიოდა, ვიცოდი, მაგრამ სასიამოვნოდ გამიკვირდა, ეს ახალგაზრდა როგორ ეკიდება საქმეს. ჩანს, რომ ხვიჩა მაქსიმალურად არის მოწადინებული სავარჯიშო პროცესზე. ის მოტივირებულია და სურს დაამტკიცოს, რომ ნიჭის გარდა შრომისმოყვარეობითა და დისციპლინითაც გამოირჩევა.

სურს, რაც შეიძლება მალე ჩაეწეროს კოლექტივში: ითვისებს ახალ ვარჯიშებს, ცდილობს მალე გამობნახოს საერთო ენა სამწვრთნელო შტაბთან და პარტნიორებთან. მგონი ჯერ ინგლისურად ურთიერთობს, თუმცა თუ მოისურვებს, სალაპარაკო იტალიურსაც ისწავლის.

ძალიან მომეწონა გოლი, რომელიც კვარამ „პერუჯას“ გაუტანა ოსიმჰენთან გათამაშების შემდეგ. უცებ ალაპარაკდნენ ახალი დამრტყმელი წყვილის შესახებ.

გოლი მარლაც ლამაზი გამოვიდა. ნეაპოლში სურთ სჯეროდეთ, რომ მათი დუეტი ასევე იმუშავებს ოფიციალურ მატჩებში.
კიდევ აი რას აღვნიშნავ: კვარას ეს გოლი სანიმუშოა ვარჯიშების ფონზე – ხშირად არ მინახავს ფეხბურთელები, რომლებიც ასე ურტყამენ ზუსტად კარში. გვარებს არ ვიტყვი, მაგრამ ხშირად მინახავს, როდესაც ვარჯიშებზე ბურთებს ცაში უშვებენ. ხვიჩა კი საოცარ სტაბილურობას აჩვენებს. ბურთი ან კარში მიდის, ან ძელთან ახლოს ჩაივლის და მცირედით სცდება კარს. ეს დასაფასებელი თვისებაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

20 წლამდელების დრამატული მარცხი. მაკედონიამ უმძიმეს ბრძოლაში გაიმარჯვა

ტოჩი კაჩი-კოშის გაფორმებასთან ახლოსაა