ამერიკის ღია პირველობის მეორე საკვალიფიკაციო წრეში 23 წლის მარიამ ბოლქვაძე ორ სეტში 18 წლის ბრიტანელ ემმა რადუკანუსთან (150) დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა – 3:6, 5:7.
მატჩი საათსა და 39 წუთს გაგრძელდა. მარიამმა პირველ და მეორე სეტებშიც საკუთარი 2-2 მოწოდება დათმო და ტურნირს დაემშვიდობა.
ამერიკის ღია პირველობაზე მარიამის საუკეთესო შედეგი ძირითადი ბადის მე-2 წრეში თამაშია. მაშინ მან 4 ორთაბრძოლა მოიგო და მე-2 წრეში ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან დამარცხდა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings