„ბარსელონა“ და „ბოკა ხუნიორსი“ მარადონას თასზე ისტორიაში პირველად ითამაშებენ – ეს არის ამხანაგური მატჩი, რომელიც გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ დიადი არგენტინელის ხსოვნას ეძღვნება.
თამაში 14 დეკემბერს უნდა შედგეს საუდის არაბეთში, ერ-რიადის 25-ათასიან სტადიონ „მრსულ პარკზე“. VIP სექტორში კი მინიმუმ ორი თავისუფალი ადგილი იქნება: დიეგოს გოგოებმა, დალმამ და ჯანინამ განაცხადეს, რომ არ დაესწრებიან ღონისძიებას.
ბარსა და ბოკა მარადონას თასზე ითამაშებენ: მატჩი ლეგენდას მიეძღვნება
მიზეზი – კომერციულია. Deportes Cuatro იუწყება, რომ მარადონას თასი „ბარსელონას“ საშუალებას მისცემს 2 მილიონი ევრო იშოვოს. დალმამ და ჯანინამ მკაცრად გაკიცხეს მარადონას ადვოკატი მატიას მორლა და ღონისძიების სხვა ორგანიზატორები მარადონას სახელით ფულით შოვნის მცდელობისთვის.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
„ეს ტიპი ერთხელ მამაჩემთან მივიდა როგორც ფანი, ახლა კი ამტკიცებს, რომ მამაჩემის საიმიჯო უფლებების ექსკლუზიური მფლობელია და აცხადებს, რომ ჩვენ მისი შვილები არ ვართ“, – თქვა დალმამ დიეგოს ადვოკატზე.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Capture7676867867.png)
ამასწინ მარადონას ადვოკატმა ლეგენდის სავარაუდო გარდაცვალების მიზეზი დაასახელა და ექიმები გულგრილობაში დაადანაშაულა.
ამასთან, დიეგო სკანდალის მონაწილე სიკვდილის შემდეგაც გახდა: 2000 წელს მას მონობაში ჰყავდა საყვარელი და მას ნარკოტიკების მოხმარებას აიძულებდა.
რატომ არის მარადონა მკვდარი: ადვოკატი ალაპარაკდა და საქმე აღიძრა
კუბელი გოგონა ამბობს, რომ მარადონამ ის შეაცდინა: კოკაინზე შესვა და მკერდის გადიდება მოსთხოვა
GIPHY App Key not set. Please check settings