„აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაიბარებს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.
52 წლის ჰოლანდიელმა კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა, რომელიც კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას გულისხმობს.
„ბოლო 4 წლის განმავლობაში ერიკმა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად წარმოაჩინა თავი. ის ცნობილია მიმზიდველი, შემტევი ფეხბურთით და ახალგაზრდებთან მუშაობით. ვუსურვებთ სეზონის წარმატებით ჩამთავრებას „აიაქსში“ და მოუთმელად ველით ამ ზაფხულს“, – თქვა „მანჩესტერის“ სპორტულმა დირექტორმა ჯონ მერტომ.
ტენ ჰაგი „აიაქსში“ 2017 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით ამსტერდამელებმა ორჯერ მოიგეს ჩემპიონატი და ერთხელ ქვეყნის თასი.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
კომენტარი გააკეთა თავად მწვრთნელმაც:
„ჩემთვის პატივია „მანჩესტერის“ მწვრთნელობა. ველი ახალ გამოწვევებს. ვიცი ამ დიდი კლუბის ისტორია და როგორ უჭერენ მხარს ქომაგები. ვაპირებ გუნდთან ერთად წარმატებებს მივაღწიო“.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/ruee350ff3374.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings