in ,

მანჩესტერი 1998/99: პრემიერლიგის საუკეთესო გუნდი – წელს ლიგის 30 წლის იუბილეა

პარასკევს ინგლისის პრემიერლიგა დაიწყება, რომელსაც იუბილე აქვს – 30 წელი უსრულდება.

ამასთან დაკავშირებით ბრიტანულმა ანალიტიკურმა კომპანია YouGov-მა გულშემატკივრები გამოკითხა და  პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო გუნდი გამოავლინა.

პირველ ადგილზე აღმოჩნდა 1998/99 წლების სეზონის „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელმაც ხმების 19% დააგროვა. ამ გუნდმა პრემიერლიგა მოიგო, ინგლისის თასი და ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ჩემპიონთა ლიგის ფინალი, როდესაც მატჩის ბოლოს ორი გოლი გაუტანა „ბაიერნს“ და ისე მოუგო.

სხვათა შორის, ჩემპიონატშიც თითქმის ანალოგიური რამ მოხდა. ბოლო ტურში „მანჩესტერი“ „ტოტენჰემთან“ აგებდა, მაგრამ დევიდ ბექჰემისა და ენდი კოულის გოლებით მოიგო და ერთი ქულით გაუსწრო „არსენალს“.

მეორე-მესამე ადგილები გაიყო: 15-15% მიიღეს 2003-04 წლების „არსენალმა“ (ეს ის გუნდია, პრემიერლიგაში ერთი მატჩიც რომ არ წაუგია) და 2019-20 წლების „ლივერპულმა“.

2017-18 წლების „სიტი“ მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა. არადა გვარდიოლას ამ გუნდმა პრემიერლიგის რეკორდები დაამყარა: ყველაზე მეტი ქულა (100), ყველაზე მეტი ქულა სტუმრად (50), ყველაზე მეტი მოგება სტუმრად (16), ყველაზე მეტი გოლი (106), ბურთების სარეკორდო სხვაობა (79) და ზედიზედ მოგებების სერია (19).

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში მოხვდა „მანჩესტერის“ კიდევ ერთი ფორმაცია და ალბათ ყველაზე სენსაციური გამარჯვებული – „ლესტერი“.

პრემიერლიგის ყველა დროის უდიდესი გუნდები:

მანჩესტერი (1998-99) – 19%
არსენალი (2003-04) – 15%
ლივერპული (2019-20) – 15%
სიტი (2017-18) – 9%
მანჩესტერი (2008-09) – 8%
ლესტერი (2016-17) – 7%

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტენ ჰაგი: რონალდუს საქციელი მიუღებელია!

შმეიხელი კურორტზე წავიდა: ჩელსის უარსაც ეუბნებიან, მაგრამ არჩევანიც დიდი აქვს – სატრანსფერო ამბები