ცნობილ ქართველ სპორტსმენს, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეს, ოლიმპიური ჩემპიონს მანუჩარ კვირკველიას მეექვსე შვილი შეეძინა. პატარა ვაჟკაცს ნიკოლოზი დაარქვეს.
პატარა ღუდუშაურის კლინიკაში დაიბადა, რის შესახებაც თავად კლინიკამ დაწერა:
სიცოცხლის პირველი “ოქროს წუთები” უახლოესი ადამიანების გარემოცვაში მეექვსედ განცდილი ბედნიერება და ბუნების კიდევ ერთი საჩუქარი.
ჩვენი ქვეყნის სახელოვან სპორტსმენს, ოლიმპიურ ჩემპიონს, მანუჩარ კვირკველიას და ინგა შანავას მეექვსე შვილი – ბატონი ნიკოლოზი შეეძინათ.
ნიკოლოზის დედიკო კლინიკაში მოვიდა ჯადოსნური ჩანთით, რომელიც ყველა მშობიარობაზე თან ჰქონდა, ის ინახავს უკვე 6 ბავშვის დაბადების ისტორიას და პირველ აქსესუარებს. მშობიარობამ, მეან-გინეკოლოგ, სოფო თამაზაშვილის დახმარებით ძალიან კარგად ჩაიარა. ნიკოლოზი უკვე და-ძმებთან ერთად არის, ჩვენ კი კვლავ ველით გმირ მშობლებს ჩვენს კლინიკაში.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Capture86789.png)
მანუჩარ კვირკველია უამრავი ტიტულის მფლობელია. ის 2014 წელს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. მანუჩარი გაერთიანებული ოპოზიციის სიით 2020 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, თუმცა თებერვლის დასაწყიში როგორც თავად განაცხადა: „მივიღე გადაწყვეტილება უარი განმეცხადებინა ე.წ. პარლამენტში შესვლაზე“.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/170219819_3827530850648803_4850755099389212227_n.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings