საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “მილუოკ ბაქსის” კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა, G ლიგაში “ვისკონსინ ჰერდის” შემადგენლობაში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და კლუბს გამარჯვებაში დაეხმარა. სანდროს კლუბმა მეტოქე 114:102 დაამარცხა და ზედიზედ მეხუთე მატჩში შეძლეს გამარჯვების მოპოვება.
მამუკელაშვილმა პარკეტზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი შემდეგია: 22 ქულა, 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა. ამ სტატისტიკით ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP გახდა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings