სანდრო მამუკელაშვილის გამო ნიუ-ჯერსში გამონაკლისი დაუშვეს და საკალათბურთო მატჩს 1700 გულშემატკივარი დაესწრო. “სეტინ ჰოლმა” საკუთარ მოედანზე მიმდინარე სეზონში ბოლო შეხვედრა გამართა და ქომაგები ქართველ კალათბურთელს დაემშვიდობნენ.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/1614836244-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A11-1024x658-1.jpg)
“სეტინ ჰოლმა” “კონექტიკუტი” მიიღო და 58:69 დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა, სანდრომ თავი ორმაგი დუბლით გამოიჩინა. პარკეტზე გატარებულ 37 წუთში მის ანგარიშზე 20 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრაა.
“სეტონ ჰოლს” მიმდინარე სეზონში 10 მოგება და 8 მარცხი აქვს, რომლის შედეგადაც კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის სანდრო მამუკელაშვილა “სეტონ ჰოლის” შემადგენლობაში 1000 ქულიან ზღვარს გადააჭარბა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
მამუკელაშვილი ისევ სიმბოლურში: 1000 ქულიანი ქართველი კვირის საუკეთესოებში ხშირად ხვდება
GIPHY App Key not set. Please check settings