in ,

მამარდაშვილმა 63 წუთი ითამაშა, 5 სეივი გააკეთა და როისმა პენალტი გაუტანა – ვალენსიამ 3:1 მოიგო

გუშინ, „ვალენსიას“ ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა „დორტმუნდის“ წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინა პოსტერზე გიორგი მამარდაშვილის ფოტო გამოიტანა და მივხვდით, რომ ქართველი ძირითადში იქნებოდა.

ავსტრიის ქალაქ ალტახში გამართულ მატჩში ღამურებმა „დორტმუნდს“ 3:1 სძლიეს. მე-40 წუთზე გონსალო გედეშმა „ვალენსია“ დააწინაურა. 58-ე წუთზე მარკო როისმა, მამარდაშვილს პენალტის ნიშნულიდან გაუტანა, თუმცა 4-წუთიან ინტერვალში ღამურებმა ორი გაიტანეს და კომფორტული, ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს.

This image has an empty alt attribute; its file name is 292335162_336322728690868_5615554030834903410_n-1024x768.jpg

63-ე წუთზე გიორგის ნაცვლად იასპერ სილესენი გამოჩნდა, რომელზეც აქტიურად იწერება, რომ გუნდს დატოვებს. მამარდაშვილის აქტივში 5 სეივი გახლდათ, რომელიც პირველსავე ტაიმში მოაგროვა და ერთადერთი ვერმოგერიებული ბურთიც პენალტის ნიშნულზე მოდის.

მომდევნო მატჩს, ღამურები 23 ივლისს „შტუტგარტს“ დაუპირისპირდებიან.

This image has an empty alt attribute; its file name is 290566584_1920235088171869_7570118550067127961_n-1024x683.jpg

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სებასტიან ალეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

საუკეთესო შედეგი ისტორიაში: ბაზაძემ ბრინჯაო აიღო