in

მამარდამ ის ერთი აიღო: ვალენსიას უინტერესო მატჩში გოლები არ გასულა – ვიდეო

ესპანეთის ჩემპიონატში მე-14 ტურში „ვალენსია“ შინ თავისი ყოფილი და საკმაოდ წარმატებული მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის „სელტას“ შეხვდა და უსახურ მატჩში ქულას დასჯერდა – 0:0.მამარდამ ის ერთი აიღო: ვალენსიას უინტერესო მატჩში გოლები არ გასულა – ვიდეო

გიორგი მამარდაშვილმა ტრადიციულად შეუცვლელად ჩაატარა. ამჯერად ბევრი საქმე არც ჰქონია. გუნდებს საგოლე მომენტები თითქმის არ შეუქმნიათ.

მეორე ტაიმში უფრო გამოცოცხლდნენ, თუმცა სანახაობრივად ბევრი მაინც არაფერი. ყველაზე რეალური ეპიზოდი ჩვენიანის კართან შეიქმნა. 82-ე წუთზე საჯარიმოს სიახლოვიდან იაგო ასპასმა ზუსტად დაარტყა, მაგრამ მამარდაშვილმა ბურთი ნახტომში მოიგერია.

გიორგის შეფასებები ასეთია: Flashscore.com – 6.5; Whoscored.com – 6.7; Sofascore.com – 7.0.

ესპანეთის ლა ლიგაში გამართული 14 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 19 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველმა გოგონებმა პირველი ეტაპი გაიარეს: აპრილში მეორე ტურია – მერე ევროპის ჩემპიონატი

კვარაცხელიამ გაიტანა და კარგი შეფასებებიც მიიღო: ნაპოლის ახალმა მწვრთნელმა პირველი მოიგო