in

მამარდამ ატლეტიკოსთან კარი მშრალად შეინახა, ვალენსიამ უპირობოდ მოიგო

ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში „ვალენსიამ“ მოულოდნელად უპრობლემოდ მოუგო მადრიდის „ატლეტიკოს“ – 3:0.
„ვალენსიას“ აქამდე „ატლეტიკო“ 9 წლის განმავლობაში არ ჰყავდა დამარცხებული.

გიორგი მამარდაშვილი ტრადიციულად ძირითადში იყო და კარგი მატჩიც ჩაატარა. მან ასაღები ბურთები აიღო და არც მორატას და არც სხვას აღარ გაატანინა.

ვალენსიელებმა პირველი ტაიმი უგო დუროს დუბლით 2:0 მოიგეს.
შესვენების შემდეგ ბუნებრივია სტუმრები გააქტიურდნენ. შედარებით სახიფათო იყო მორატას თავური, რომელიც მამარდაშვილმა მოიგერია (მანამდე ერთი მარტივი ბურთიც აიღო). ჩვენიანმა ბოლოს კორეასაც არ გაატანინა.

ქართველი მეკარე 56-ე წუთზე გააფრთხილეს. საჯარიმოს ხაზთან მეტოქეს ფეხებში ჩაუხტა, ბურთი აიღო, მაგრამ ვერ მოზომა, საჯარიმოს გარეთ გასრიალდა და ამის გამო ყვითელი ბარათით დასასჯეს.

ვალენსია – ატლეტიკო 3:0
გოლები: 1:0 დურო (5), 2:0 დურო (34), 3:0 გერა (54)

„ვალენსია“ 9 ქულით მე-5 ადგილზეა და 23 სექტემბერს გასვლაზე „ალმერიას“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლიმ ქულა გადაარჩინა, როგორ ითამაშა კვარაცხელიამ

საბა მესის ვერ შეხვდა: ნაკრებიდან მიბრუნებულებმა მშვენივრად ითამაშეს