in

ნაპოლიმ ქულა გადაარჩინა, როგორ ითამაშა კვარაცხელიამ

„ნაპოლიმ“ სერია ა-ში მეხუთე მატჩი ითამაშა და ქულა გადაარჩინა საგარეო შეხვედრაში „ჯენოასთან“ – 2:2.

„ნაპოლი“ პირველ ტაიმში უპირატესობას ვერ ფლობდა, შესაბამისად მომენტებსაც ვერ ქმნიდა. კვარაცხელიამ რამდენჯერმე გაამწვავა თამაში, მეტოქეს ორჯერ ყვითელი ბარათიც მიაღებინა, შემდეგ კი ტრავმას გადაურჩა, ხოლო მე-40 წუთზე მასპინძლები გავიდნენ წინ.
მეორე ტაიმიც იგივე სცენარით წარიმართა. ნეაპოლელთა დაცვა ერთხელაც ჩავარდა და „ჯენოა“ სოლიდურად დაწინაურდა.
მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა „ნაპოლი“ შეტევებზე და შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა დაუფასეს: რასპადორიმ ასევე შეცვლაზე შესული კაიუსტეს პასით გაიტანა, მერე კი პოლიტანომ გაათანაბრა ანგარიში.

ჯენოა – ნაპოლი 2:2
გოლები: 1:0 ბანი (40), რეტეგი (56), 2:1 რასპადორი (76), 2:2 პოლიტანო (84)

რაც შეეხება კვარაცხელიას, ის 89-ე წუთზე გაიყვანეს. სხვათა შორის, ამ ცვლილებით ქართველი უკმაყოფილო დარჩა და ეს მთავარ მწვრთნელსაც ანიშნა.

ხვიჩა ტრადიციულად აქტიურობდა და ცდილობდა, თუმცა შედეგიანი მოქმედება ისევ არ აქვს.
ისე კი, ნეაპოლელთა პირველი საგოლე შეტევა სწორედ ქართველმა წამოიწყო.

ანალიტიკურმა საიტებმა კვარაცხელიას მაღალი შეფასებები დაუწერეს: Whoscored-მა 7.2, ხოლო Sofascore-მა და Flashscore-მა 7.4. ქართველზე მაღალი შეფასება
მხოლოდ პიოტრ ზილენსკიმ დაიმსახურა – 7.5.

სამწუხაროდ, კვარაცხელიასთვის მშრალი სერია გრძელდება. 19 მარტის შემდეგ ქართველს არ გაუტანია.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა რუდი გარსიამ:
„რა თქმა უნდა, ერთი საათის განმავლობაში ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით არ ვთამაშობდით. ცოტა მომენტი შევქმენით და საჯარიმო დარტყმებიდან ორი გოლი გავუშვით. ეს ყურადღებისა და კონცენტრაციის ნაკლებობის ბრალია. ალბათ არ არის ადვილი ბოლომდე დახარჯვა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ.
ბოლო ნახევარ საათში კი სხვა თამაში, კიდევ ერთი მატჩი ვნახეთ. უნდა ითქვას, რომ გარდამტეხი მომენტი სათადარიგოთა სკამიდან მოხდა, შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მოედანზე სინათლე და იმედი დააბრუნეს. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: დღეს ორი ქულა დავკარგეთ“.

„ნაპოლი“ 7 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა (სანამ კონკურენტები ითამაშებენ), 20 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სტუმრად „ბრაგას“ შეხვდება, ხოლო ჩემპიონატის მორიგი თამაში 24 სექტემბერს უწევს გასვლაზე „ბოლონიასთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ ტუნისს მოუგო და პლეი ოფში გავიდა

მამარდამ ატლეტიკოსთან კარი მშრალად შეინახა, ვალენსიამ უპირობოდ მოიგო