in ,

მადლობა თემურ და გავაგრძელოთ მწვერვალზე დაბრუნების გზა: ქეცბაია და ანორთოსისი თბილად დაშორდნენ

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისიდან“ წამოსვლის ამბავი ახალი არ არის. ახლა კი ორივე მხარემ ეს ამბავი დადასტურა და ერთობლივად ისაუბრეს კონტრაქტის გაწყვეტაზე. ქართველი სპეციალისტი ფამაგუსტურ კლუბში თითქმის 3.5 წელიწადი იმუშავა.

მხარეებმა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა დაადასტურეს და თბილად დაშორდნენ. კლუბმა პირდაპირ დაწერა – მადლობა თემურ!

მოგეხსენებათ, ეს იყო ქეცბაიას მეორე ეტაპი „ანორთოსისში“, პირველ ჯერზე კი კვიპროსული ფეხბურთის ისტორია დაწერა, როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შეიყვანა და იქ თავად ჟოზე მოურინიოს (იმხანად კიდევ მეტი ავტორიტეტი ჰქონდა) აღფრთოვანება დაიმსახურა.

„ანორთოსისისა“ და ქეცბაიას ერთობლივ განცხადებაში წერია:

„ბევრის დაწერა შეიძლებოდა. იყო უთანხმოების მომენტებიც, მაგრამ ჭარბობდა ის, რაც ყოველთვის გვაერთიანებდა – ჩვენი „ანორთოსისი“. მხარეებმა ურთიერთპატივისცემით განიხილეს საკითხები, რათა ეპოვათ საუკეთესო გამოსავალი.

თემურ ქეცბაიას პერიოდში იყო არა მხოლოდ ციფრები, გამარჯვებები, თასები და ევროპულ შეჯიბრებებში გამოსვლები, არამედ უპირველეს ყოვლისა, უთვალავი ემოცია, რომელიც გვაერთიანებს – ეს კლუბის ისტორიის რამდენიმე გვერდია. თავის მხრივ, თემურ ქეცბაია მადლობას უხდის ყველას „ანორთოსისის“ ადმინისტრაციაში, ასევე შესანიშნავ გულშემატკივრებს და „ანორთოსისს“ წარმატებას უსურვებს.

თემურ, შენ „ანორთოსისისა“ და ზოგადად ჩვენი ფეხბურთის ისტორიის რამდენიმე გვერდი შეავსე. წარმატებებს გისურვებთ კარიერაში. „ანორთოსისი“ ყოველთვის შენს გვერდით იქნება და ერთად გავაგრძელებთ მსვლელობას ერთადერთი მიზნით – დავბრუნდეთ მწვერვალზე“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ერთა ლიგაზე ჯერჯერობით პირველია: კვარაცხელია ჰაკანს უსწრებს

დღეს იურგენ კლოპის დაბადების დღეა: მძიმე მეტალის მიმდევარ გენიოსს 55 წელი შეუსრულდა