in

მადლობა და წარმატებები: მამარდა გატუზოს მადლიერია

„ვალენსია“ მწვრთნელის გარეშე დარჩა: კლუბმა ბოლო დროინდელი და ზოგადად არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ჯენარო გატუზო გაიშვა. იტალიელი სპეციალისტის მისვლამდე „ვალენსიას“ კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი იყო. არც გატუზომ შეცვალა ქართველი მეკარე, მეტიც მუდმივად მას ენდობოდა და უპირობო პირველ ნომრად აქცია. მამარდას ზედიზედ 18 მატჩი აქვს ჩატარებული შეუცვლელად. მოკლედ, ჩვენიანი მადლობელია იტალიელის და საჯარო მადლობაც გადაუხადა:

„მადლობა ყველაფრისთვის და წარმატებები. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს“, – დაწერა მამარდაშვილმა ინსტაგრამზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თოკო ევროლიგაზე MVP გახდა: 15 ქულა და მოგება სერბებთან

პრემიერლიგის ახალი რეკორდი: სატრანსფერო სიახლეები