in

ლუჩანო სპალეტი: ხვიჩას წელის ტკივილი უკვე წარსულია

“ნაპოლის” მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი თურქულ შეკრებაზე “ანტალიასპორთან” მოგებულ ამხანაგურ მატჩში (3:2) შეგირდების გარჯით კმაყოფილი დარჩა.

სპალეტიმ განაცხადა, რომ თურქეთში მოსამზადებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი, ამინდიც კარგია, მოუგეს გუნდს, რომლის თავკაცი ნური შაჰინი შესანიშნავი მწვრთნელი გახდება, ხარვეზები ჰქონდათ, ბურთმა შეტევისას სწრაფად უნდა იმოძრაოს, ბევრი სამუშაო აქვთ, განსაკუთრებით კი რასპადორიმ გაახარა, რომელიც სწრაფია,  ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში და თავდასხმაშიც და თავისი ტექნიკური შესაძლებლობები ისევ დაამტკიცა.


მან აღნიშნა, რომ მეორე ტაიმში ახალგაზრდებს მისცა თავის გამოჩენის შანსი, რადგან პერსპექტიულები არიან და მათ იმედები არ გაუცრუეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა დაბრუნდა!

ტიტების 20 სამქულიანი!