in ,

ლუქსემბურგს უარს ეუბნებიან: უეფამ საქართველოს მეტოქეს ლიდერი არ დაუბრუნა, მისმა შემცვლელმა კი თავად არ ისურვა

SOCCER-EURO-SVK-LUX/REPORT

საქართველოს ნაკრებს მარტში უმნიშვნელოვანესი მატჩები აქვს. ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ორი თამაშის მოგებაა საჭირო. თუმცა ჯერ პირველზე უნდა ვიფიქროთ, ნახევარფინალში ლუქსმებურგის დამარცხებაზე.

მოგეხსენებათ, ამ შეხვედრაში არ ითამაშებს ჩვენი გუნდის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. ანალოგიური პრობლემა აქვს მეტოქესაც. მათაც დააკლდებათ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, უფრო სწორედ ლიდერი.

გერმანული „სანკტ პაულის“ 26 წლის ნახევარმცველმა დანიელ სინანიმ შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩში ლიხტენშტაინთან წითელი ბარათი მიიღო და ავტომატურად ტოვებს მომდევნო შეხვედრას. ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას სინანის დისკვალიფიკაციის გაუქმება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.

„უეფამ უარყო ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის საჩივარი დანელ სინანის დისკვალიფიკაციის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პლეი ოფის ნახევარფინალს და ფინალსაც გამოტოვებს.
ლიხტენშტაინის ნაკრების წევრმა სინანის უხეშობის შემდეგ სერიოზული ტრავმა მიიღო და სწორედ ამიტომ მას ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია არ შეუმცირდა“, – დაწერეს ლუქსემბურგში.

ლუქსემბურგელებმა კიდევ ერთი უარი მიიღეს, ამჯერად უშუალოდ ფეხბურთელისგან. ლუქსემბურგმა თავის ნაკრებში თამაში შესთავაზა „მონცას“ შემტევ დანი მოტას, რომელსაც სწორედ სინანის შემცვლელად მოიაზრებდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა უარი თქვა.

25 წლის დანი მოტა ლუქსემბურგის ქალაქ ნიდერკორნშია დაბადებული, თუმცა წარმოშობით პორტუგალიელია და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია.

არადა, ნოემბერში ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლუკ ჰოლცსა და თავდამსხმელს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

„ბევრი საუბარი გვქონდა მის ძმასთან. ნოემბერში ამბობდნენ, რომ ლუქსემბურგში თამაში სურდა. ახლა ჩვენ გვითხრეს, რომ მას ეს არ სურს და მიზეზს არ გვიხსნიან”, – განაცხადა მწვრთნელმა.

What do you think?

-3 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვემ საგოლე პასი გააკეთა, უოტფორდმა მაინც წააგო

ბელინგემი ფავორიტია და ნახევარი სიტი აქ არის: ოქროს ბურთის მთავარი პრეტენდენტები – მესის ჯერ ისევ ტენიან