ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა ლოჩოშვილით ლა ლიგის „რაიო ვალეკანო“ იყო დაინტერესებული. როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრების მცველი მადრიდულ კლუბს მალე შეუერთდება.
ფეხბურთელის ამჟამინდელ კლუბ „კრემონეზესა“ და „რაიოს“ შორის შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია. ესპანურ კლუბს ქართველი მცველის დამატება 2.7 მილიონი ევრო უჯდება.
ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ წინა სეზონში მივიდა. გასულ სეზონში ჯამში 27 მატჩი ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც გააკეთა.
ამჟამად „კრემონეზე“ მაღალმთიან კურორტზეა შეკრებაზე და ამხანაგურ მატჩებს მართავს, ლოჩოშვილი გუნდთან ერთადაა და ბოლო მატჩი ითამაშა კიდეც.


GIPHY App Key not set. Please check settings