in

ლოჩოშვილს არ უთამაშია და მწვრთნელი გაუგდეს: კრემონეში ბალარდინი მოდის

იტალიის სერია A-ში მე-18 ტურის შეხვედრაში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ რაღაც იმედის გაჩენის შანსი ჰქონდა. გუნდმა საკუთარ მოედანზე „მონცას“ უმასპინძლა და თუ რაიმეზე შეიძლება პრეტენზია ჰქონოდა, ასეთ მატჩში უნდა აეღო ქულები. ვერ მოხერხდა – სტუმრებმა 3:2 მოიგეს.

სამწუხაროდ, არ უთამაშია ლუკას, ის მწვრთნელმა სათადარიგოთა შორის დატოვა, თუმცა მალევე თავად დარჩა საქმეს მიღმა.

„მონცა“ 3:0-ს იგებდა, მასპინძლებმა კი ანგარიში 67-ე და 83-ე წუთებზე შეამცირეს, მაგრამ შანსის მიუხედავად ქულის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

18 ტურის შემდეგ „კრემონეზე“ ერთდერთი გუნდია, რომელსაც თამაში არ მოუგია (7 ფრე, 11 წაგება) და სატურნირო ცხრილში სულ რაღაც 7 ქულით ბოლო ადგილზეა.

რაც შეეხება ზემოხსენებულ მთავარ მწვრთნელს. ამ მატჩის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მასიმილიანო ალვინი გაათავისუფლეს.
კლუბმა ალვინის გათავისუფლების შესახებ შეხვედრის დასრულებისთანავე გამოაცხადა.

იტალიური მედიის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელად დავიდე ბალარდინის მოიყვანს, რომელიც მანამდე „ჯენოაში“, „კალიარისა“ და „ლაციოში“ მუშაობდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის 21 ქულა, გამარჯვება და MVP-ის ტიტული სარაგოსაში

ჩვენ ვერ ვიოცნებებთ: მანჩესტერმა სიტის საეჭვოდ მოუგო