„ლივერპულმა“ შესაძლოა 10 მლნ ფუნტი მიიღოს Disney-სგან იურგენ კლოპის შესახებ დოკუმენტური ფილმისთვის.
მოგეხსენებათ, გადაღლილი გერმანელი სპეციალისტი სეზონის ბოლოს გუნდიდან მიდის.
დეკემბერში საპროდიუსერო კომპანია Lorton-მა დაიწყო დოკუმენტური ფილმის გადაღებები „ლივერპულსა“ და კლოპზე და ახლა მას სტრიმინგ სერვისებსა და ტელეკომპანიებზე ჰყიდის.
Amazon-მა უარი თქვა, რადგან ჰგონია, რომ გადამღებ ჯგუფს შეზღუდული დაშვება მისცეს გასახდელში. Netflix-იც არ არის დარწმუნებული შეძენის აუცილებლობაში.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ამან ის გამოიწვია, რომ სერვისი Disney+ ფილმის შეძენის ფავორიტი გახდა. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუ ის წარმატებით დასრულდა, „ლივერპულმა“ შესაძლოა დაახლოებით 10 მილიონი ფუნტი მიიღოს.
GIPHY App Key not set. Please check settings