in

ლიგა რომც მოვიგო, მაინც არ მეყოფა – გვარდიოლა ჯულია რობერტსს მისტირის

„სიტი“ სულ რიხით გავიდა ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში, „ლაიპციგი“ 7:0 გაანადგურა.

ამის შემდეგ ვინ იფიქრებდა, რომ გვარდიოლა პრესკონფერენციაზე… ჯულია რობერტსს ახსენებდა?

„დიახ, ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი ვარ. ახლა ზედიზედ სამჯერაც რომ მოვიგო, მაინც ხელმოცარულად დავრჩები. ცხოვრებაში სამი კუმირი მყავს: მაიკლ ჯორდანი, ტაიგერ ვუდსი და ჯულია რობერტსი.

ჯულია რამდენიმე წლის წინ მანჩესტერში ჩამოვიდა. მაშინ, როდესაც ჩვენ 4-5 წელი უკვე უკეთესები ვიყავით, ვიდრე „იუნაიტედი“.

მაგრამ ის სტუმრად „იუნაიტედთან“ წავიდა და არა ჩვენთან. ამიტომ ჩემპიონთა ლიგა რომც მოვიგო, ეს ვერ გადაფარავს იმ იმედგაცრუებას, რომ ჯულია მანჩესტერში ჩამოვიდა და ჩვენთან არ მოსულა“, – განაცხადა პეპმა.

მსახიობმა კი არც იცოდა, რომ ესოდენ გაუტეხა გული მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს.

„მანჩესტერმა“ აშკარად გაიგონა გვარდიოლას სადარდებელი და დილით სოცქსელებში ჯულია რობერტსის იმ ვიზიტის ფოტოები თავიდან გამოფინა.

ეს 2016 წელს მოხდა. მსახიობი შვილებთან ერთად მანჩესტერში ჩავიდა. ესტუმრა „ოლდ ტრაფორდს“, ფოტოები გადაუღო შვილებს და ნახა, როგორ ითამაშა „იუნაიტედმა“ 1:1 „ვესტ ჰემთან“.

ჯულია რობერტსის შვილები „მანჩესტერს“ გულშემატკივრობენ.

აი ეს კადრები გულს რომ უხეთქავს ერთ გამელოტებელ ბიჭს.

მეტიც, რობერტსი არაერთხელ დაესწრო „მანჩესტერის“ წინასასეზონო მატჩებს, როდესაც კლუბი ზაფხულში აშშ-ში ჩადის ხოლმე.

ჯულია აქტიური ფანია. მას აქვს ფოტოები კრიშტიანოსთან, მესისთან, მოდრიჩთან, ზიდანთან და ხოსეპ ბარტომეუსთანაც კი. ჭორებიც დადის, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ორი ბილეთი იყიდა 80 ათას დოლარად – თავისთვის და ქმრისთვის.

შესაძლოა ერთხელაც „სიტიმდეც“ მივიდეს – მისი მთავარი ფანის გამო?!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დიდფასიანი ბიჭების გუნდი: ყველაზე ძვირადღირებულთა სიმბოლური

საქართველო იკრიბება: 25 ფეხბურთელი 20 მარტიდან – ერთი დებიუტანტია