in ,

ლევანდოვსკი The Best-სთვის მოემზადა, დორტმუნდი ისევ მისდევს – XIX ტური

„ბაიერნის“ წინა ტურის წაფორხილება რომ შემთხვევითობა იყო, ეს ახლაც დამტკიცდა და ისედაც ყველამ იცოდა. მიუნხენელებმა გასვლაზე დაშალეს „კიოლნი“, რომელსაც აქამდე ზედიზედ 3 მატჩი ჰქონდა მოგებული და ოთხეულსაც მიუკაკუნა. ლევანდოვსკიმ, რომელიც ფიფას The Best-ის მოლოდინშია, ერთხელაც გაიბრწყინა და 3 გოლი შეაგდო.

მას არც მთავარი მდევარი ჰაალანდი ჩამორჩა. დორტმუნდელებმა ერთი დღით ადრე მოუთავეს საქმე მაღალი ადგილებისთვის მებრძოლ კიდევ ერთ გუნდს, „ფრაიბურგს“, ხოლო ნორვეგიელმა დუბლი შეასრულა.

მესამე ადგილზე დაბრუნდა ლევერკუზენის „ბაიერი“, რაც თავისი დამსახურებაცაა და ამაში მეტოქეებმაც შეუწყვეს ხელი. თავად ფარმაცევტებმა ორი პენალტი ვერ გაიტანეს გლადბახში, მაგრამ თამაში მაინც მოიგეს, ხოლო რადგან „ფრაიბურგმა“ და „ჰოფენჰაიმმა“ წააგეს, წინ სწორედ ლევერკუზენული კლუბი გაიჭრა. თუმცა გაიჭრა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია იმდენად მცირეა სხვაობა – სულ 1 ან 2 ქულა.

ზოგადად პირველ ორ გუნდს თუ არ ჩავთვლით, ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა, რაც გერმანიისთვის დამახასიათებელია და შესაბამისად ოთხეულისთვის ბრძოლის შანსი უამრავ გუნდს აქვს. მაგალითად, მე-9 ადგილზე მყოფი “კიოლნი” სულ 3 ქულით ჩამორჩება მე-4 პოზიციას.

მნიშვნელოვანი მატჩი იყო „უნიონისა და „ჰოფენჰაიმის“ დაპირისპირება. „სოფლელებს“ რა ხანია არ წაუგიათ და ახლა ფეხი დაუცდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ „უნიონი“ მას დაეწია და ახლა ორივეს 31 ქულა აქვთ და მე-4-5 ადგილებს იყოფენ. ბერლინელები 4 თამაშია არ აგებენ.

ლევანდოვსკიმ ჰეთ თრიქი შეასრულა. მას 300 გოლი აქვა ბუნდესლიგაში, ამაზე მეტი მარტო გერდ მიულერს გაუტანია.

ლევანდოვსკის 34 გოლი დაუგროვდა ამ სეზონის 27 მატჩში.

მიულერმა 150-ე საგოლე პასი მისცა ბუნდესლიგაში 14 სეზონის განმავლობაში. ტოპ 5 ლიგაში მასზე მეტი ასისტი მარტო მესის აქვს – 180.

ჰაალანდმა 78 გოლი გაიტანა „ბორუსიაში“ ჩატარებულ 77 შეხვედრაში.

ჰაალანდი გოლს იტანს ბოლო 8 საშინაო ბუნდესლიგურ მატჩში.

ბუნდესლიგა – XIX ტური

დორტმუნდი – ფრაიბურგი 5:1
კიოლნი – ბაიერნი 0:4
მაინცი – ბოხუმი 1:0
შტუტგარტი – ლაიპციგი 0:2
უნიონი – ჰოფენჰაიმი 2:1
ვოლფსბურგი – ჰერტა 0:0
გლადბახი – ლევერკუზენი 1:2
აუგსბურგი – აინტრახტი 1:1
არმინია – ფიურტი 2:2

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევან კობიაშვილი: კარგი ლეგიონერების გარეშე ევროტურნირებზე წარმატებული გამოსვლა რთულია

95-ე ტროფეი და 1 ბარსამდე: რეალმა სუპერთასი მოიგო