in ,

ლევანდოვსკი შეუჩერებელია: ბაიერნი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია

მიუნხენის “ბაიერნი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია. ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ტურნირზე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ეგვიპტურ “ალ აჰლის” დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

“რეკორდმაისტერმა” შეხვედრა ზედმეტის ძალების დახარჯვის გარეშე მოიგო. ორივე გოლი გერმანელთა საუკეთესო ბომბარდირის და ფიფას ვერსიით, გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელის რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა. პოლონელმა ჯერ სერჟ გნაბრის, შემდეგ ლეროი სანეს პასები გამოიყენა.

ბავარიელთა მთავარი მწვრთნელი ფლიკი ძალიან მოწადინებულია ამ ჯილდოს მოგებით და განაცხადა: “გვინდა ამ ტიტულის მოგება. თუ მოვახერხეთ, “ბაიერნი” დიდებულ სეზონს 6 ტროფეით დაასრულებს”.

ფინალური შეხვედრა 11 თებერვალს გაიმართება, რომელშიც “ბაიერნის” მეტოქე მექსიკური “ტიგრე” იქნება, რომელმაც ბრაზილიურ “პალმეირასი” დაამარცხა 1:0.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თავი დახარონ და შექმნან განცდა, რომ 11 გოლიათი გამოდის საბრძოლველად: რაშია ენფილდის მაგიურობა

კლუბები, რომლებმაც ყველა ევროთასი მოიგეს