in ,

ლევანდოვსკი კი არა, მართლა ლევანგოლსკია (25-ე ტური)

“ლაიპციგმა” ვეღარ მოიგო და “ბაიერნს” ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ახლა ლიდერებს შორის სხვაობა 4 ქულა გახდა. ისევ ძალიან დაძაბული და ჩახლართულია ოთხეულში შემსვლელთა შორის ურთიერთობა, სადაც ამ ტურში ლევერკუზენელებმა დაამუხრუჭეს. “შალკეზე” კი ალბათ ოფიციალურად შეგვიძლია ხელი ჩავიქნიოთ.

შეწყდა “ლაიპციგის” 6-მატჩიანი მოგებების სერია.

“ლაიპციგმა” ზედიზედ მეოთხედ ვერ მოუგო “აინტრახტს”.

დორტმუნდი “ბორუსია” შინ 6 ტურია არ აგებს.

დორტმუნდის „ბორუსიას“ 16 წლის მუკოკომ მე-3 გოლი გაიტანა დიდების ფეხბურთში.

გლადბახის „ბორუსიამ“ ზედიზედ 6 მატჩი წააგო პირველად 1989/90 წლების სეზონის შემდეგ.

ეს 6-ვე მატჩი გლადბახელებმა მას შემდეგ დათმეს, რაც მომდევნო სეზონიდან მწვრთნელის როზეს დორტმუნდში წასვლის ამბავი გაჟღერდა.

“ბაიერნი” ზედიზედ 59 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს. ეს სერია 2020 წლის 9 თებერვალს იღებს სათავეს.

“ვერდერის” წინააღმდეგ გოლის შემდეგ, ლევანდოვსკის ამ სეზონის ბუნდესლიგის 17 გუნდიდან 16-სთვის გაუტანია. ერთადერთი გუნდი, რომელთანაც პოლონელს თავი არ გამოუჩენია, “ლაიპციგია”.

გნაბრიმ ბოლო ხუთ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.

კიმიხმა “ბაიერნის” რიგებში 250-ე მატჩი ჩაატარა.

რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგაში გატანილი გოლებით მე-2 ადგილზე გადავიდა. გერდ მიულერის რეკორდამდე 97 ბურთი რჩება.

ლევანდოვსკი: “ამაყი ვარ ბუნდესლიგაში 268 გოლის გატანით, მინდა, რომ გოლები “ბაიერნს” ტროფეების მოპოვებაში ეხმარებოდეს”.

„შალკე“ ვერ იგებს 11 მატჩია და ბოლო ადგილზეა. გუნდს 25 თამაშში 10 ქულა აქვს.
რანგნიკი შესაძლოა „შალკეს“ სპორტული დირექტორი გახდეს.

“ვოლფსბურგი” შინ 12 მატჩია არ აგებს.

“ვოლფსბურგი” “შალკესთან” 5 მატჩია არ აგებს.

“კიოლნი” 5 ტურია ვერ იგებს და სტუმრად ზედიზედ 3-ჯერ დამარცხდა.

მაქს კრუზეს ამ სეზონში 8 გოლი დაუგროვდა. ის საშუალოდ ყოველ 110 წუთში იტანს.

ფრაიბურგელი ჯონათან შმიდი ბუნდესლიგის რეკორდსმენი გახდა მატჩების რაოდენობით (274) ფრანგ ფეხბურთელებს შორის. მან ფრანკ რიბერის გაუსწრო.

ისევ ლევანდოვსკის რეკორდები… ბუნდესლიგა ფაქტებში (24-ე ტური)

ბუნდესლიგა – 25- ტური

აუგსბურგი-გლადბახი 3:1
ვოლფსბურგი-შალკე 5:0
უნიონი-კიოლნი 2:1
მაინცი-ფრაიბურგი 1:0
ვერდერი-ბაიერნი 1:3
დორტმუნდი-ჰერტა 2:0
ლევერკუზენი-არმინია 1:2
ლაიპციგი-აინტრახტი 1:1
შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი 2:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ატლეტიკოს უკან ორი მონსტრია (27-ე ტური)

ნეაპოლელთა საჩუქარი ინტერს (27-ე ტური)