in ,

ლაციო-ტორინო აღარ გაიმართება? – კორონამ იფეთქა

დღეს სერია ა-ს ორი მატჩი უნდა გამართულიყო. ერთი მათგანი – „ლაციო“-„ტორინო“ – არ ჩატარდება. ყოველ შემთხვევაში დიდი ალბათობით.

ტურინის ხელისუფლებამ „ტორინოს“ აუკრძალა რომში გაფრენა. მიზეზი – გუნდში კორონავირუსმა იფეთქა.

აღსანიშნავია, რომ „ტორინო“ მატჩის გადავადებას ვერ მოითხოვს, რადგან პროტოკოლით ამისათვის 10 დადებითი ტესტი მაინც არის საჭირო.

23 თებერვალს „ტორინომ“ სავარჯიშო პროცესი შეაჩერა, რადგან რამდენიმე ფეხბურთელს (ამბობენ სამს) კორონავირუსი დაუდგინდა.

სერია ა-ს ოფიციალურად არ გადაუდია მატჩი, რც იმას ნიშნავს, რომ „ლაციო“ ვალდებულია თამაშზე გამოცხადდეს.
რომაელთა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ შემადგენლობაც დაასახელა.

საინტერესოა, რომ თავად „ტორინოს“ მატჩის ჩაშლაზე არაფერი უთქვამს და ინტერნეტში ამ გუნდის შემადგენლობაც იძებნება დღევანდელი საღამოს მატჩზე.

თუ „ტორინო“ რომში თამაშზე არ მივიდა, მას ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვლება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დინამო განადგურდა: პლეი-ოფის შანსი შემცირდა

იტალიურ თებერვალში საუკეთესოა ლუკაკუ