in ,

ლაციომ მოიგო, ანამ გაიხადა: მსახიობმა პირობა შეასრულა და გაშიშვლდა

იტალიელი მსახიობი ანა ფალკი დაპირდა, რომ ბოლომდე გაიხდიდა, თუ „ლაციო“ რომაულ დერბიში „რომას“ დაამარცხებდა.

ამის გამო იყო თუ სხვა რამ მიზეზი, „ლაციალემ“ განსაკუთრებულდ მოინდომა და პრინციპული მეტოქე დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ქალმა კი სიტყვა შეასრულა და ამით თაყვანისმცემლები გაახარა.

„დასრულდა დედაქალაქის ყველაზე მთავარი და გულიანი თამაში! ზედიზედ სამჯერ იგებს „ლაციო“ და დიდი ჩირო იმობილე, რომელიც არასოდეს არ გვაწბილებს“, – დაწერა ფალკიმ.

ფალკი არაერთხელ ყოფილა ფეხბურთელებთან ურთიერთობაში. იტალიური მედია წერდა, რომ ანა ხვდებოდა ისეთ ფეხბურთელებს როგორებიც არიან ფილიპო ინძაგი, მატეო ფერარი და კრისტიან კივუ.

48 წლის მსახიობი ფინეთშია დაბადებული და კინოკარიერამდე მოდელად მუშაობდა.

პირველი დიდი ფილმი მისი მონაწილეობით 1994 წელს გამოვიდა და „დრაკონის ბეჭედი“ ერქვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისტორიაში საუკეთესო „ლივერპული“: რომელს მოუგო ჩვენმა „დინამომ“

არისტოკრატები და სხვა მხარჯველები: ვინ დახარჯა ტრანსფერებზე ყველაზე ბევრი