გამოცემა Goal-მა „მანჩესტერის“ ფეხბურთელბი შეაფასა სეზონის მიხედვით.
სიაში 28 ფეხბურთელი მოხვდა, რომლებიც კლუბს 2022/23 წლების სეზონში წარმოადგენდნენ. ისინი 10-ბალიანი სისტემით შეაფასეს.
მათ შორის მოხვდა კრიშტიანო რონალდო, რომელიც სკანდალით წავიდა გუნდიდან. შეფასება კი ერთობ დაბალი დაუწერეს – 3 (24-ე ადგილი).
ყველაზე მაღალი და თან მაქსიმუმი, 10 ქულა მიიღო მარკუს რაშფორდმა. კარგები იყვნენ და 9-იანებიი შეხვდათ კაზემიროს, ლისანდრო მარტინესს, ბრუნო ფერნანდეშს. 8 ქულა არგუნეს რაფაელ ვარანს, აარონ ვან-ბისაკას და ალეხანდრო გარნაჩოს.
რონალდოსავით დაბალი შეფასება (3) მიიღეს მარტინ დუბრავკამ და ენტონი ელანგამ. მათ მხოლოდ დონი ვან დე ბეკს გაასწრეს (2), ხოლო ჯეკ ბატლენდი საერთოდ არ შეუფასებიათ.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings