in ,

კოსოვოს მწვრთნელი: საქართველოსთან 3 ქულას ველოდები

ხვალ, ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” საქართველოს ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე მატჩს კოსოვოს ნაკრების წინაამდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე კოსვოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ შალანდმა სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“ჩვენ და საქართველო ევროპის ჩემპიონატთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ჩვენი ოცნებები ჩრდილოეთ მაკედონიამ დაამსხვრია. 

ეს ჩვენთვის და საქართველოსთვის რთული ჯგუფია. ვუყურე ქართველების თამაშს ჯგუფში, თქვენ ძალიან კარგ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდით. ჩვენ ორი მარცხით დავიწყეთ, მაგრამ ახლა დროა, რაღაც ვაჩვენოთ. ნამდვილად საჭიროა, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ და მე პირადად საინტერესო თამაშსა და 3 ქულას ველოდები.” თქვა შალანდმა

ვილი სანიოლი: მამარდაშვილი კარგი ბიჭია, მაგრამ ლორია ნაკრების პირველი მეკარეა და მისი შეცვლის მიზეზს ვერ ვხედავ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვილი სანიოლი: მამარდაშვილი კარგი ბიჭია, მაგრამ ლორია ნაკრების პირველი მეკარეა და მისი შეცვლის მიზეზს ვერ ვხედავ

კრიშტიანუ რონალდო სანაკრებო დონეზე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია